Entamoeba Histolytica ( ქსოვილოვანი( დიზენტერიული) ამება)


    


ზოგადი დახასიათება
     Entamoeba Histolytica წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად ცნობილ ადამიანის პარაზიტს, რომელიც იწვევს  ამებიაზს( ამებური დიზენტერია).Entamoeba Histolytica არის კოსმოპოლიტური პარაზიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გლობალურადაა გავრცელებული. Entamoeba Histolytica-ერთბირთვიანი ტროფოზოიტი (მოძრავი ფორმა) სახლობს  სხვადასხვა პრიმატისა და ადამიანის მსხვილ და სწორ ნაწლავში, ხანდახან წვრილი ნაწლავის ქვედა უბანშიც ვხვდებით. ამ პარაზიტით შეიძლება დაავადნენ კატები, ძაღლები, პრიმატები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათიად ხდება. Entamoeba Histolytica არის ძირითადად ადამიანის პარაზიტი და გადაცემაც ხდება ადამიანიდან ადამიანზე. გარდა ამისა,ბუზები და ტარაკნები წარმოადგენენ მექანიკურ ვექტორებს , რადგან ცისტები დიდხანს რჩებიან მათ ორგანიზმში.



ამ უმარტივესის კლასიფიკაცია შემდეგნაირია:                                    
                               სამეფო- Protista
                               ქვესამეფო-Protozoa
                            ტიპი-Sarcomastigophora
                                ქვეტიპი-Sarcodina
                            კლასი-Rhizopoda
                                ქვეკლასი-Lobosea
                            რიგი-Amoebida
                                    ქვერიგი-Tubulina
                              სახეობა-     Entamoeba Histolytica
აღსანიშნავია  ისიც, რომ  აღნიშნულ რიგს (Amoebida) მიეკუთვნებიან ასევე სხვა სახეობებიც(მსხვილ ნაწლავში მცხოვრები ამებები(entamoeba coli , entamoeba polecki), პირის ღრუს ამებები( entamoeba gingivalis, endolimax nana, iodamoeba butschilii), entamoeba hartmanni, e.dispar) , ზოგიერთის გარდა, ისინი არაპათოგენურები არიან , იწვევენ მსუბუქ დაავადებებს , ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ისინი  ძლიერ პათოგენურ     Entamoeba Histolytica -ისგან, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილს მიზეზი ხდება. ინვაზიის საშუალებაა ცისტების გადაყლაპვა დაუბანელი ხელების, დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებისას. ინფექციის ფართო გავრცელება ხდება იმ ადგილებში, სადაც სანიტარული ნორმები  დაბალია და სადაც ადამიანის ფეკალიები გამოიყენება სასუქად.



მორფოლოგია და სასიცოცხლო ციკლი
     Entamoeba Histolytica  წარმოადგენს ერთუჯრედიან ამებას,  ეუკარიოტული ორგანიზმია და აქვს ბირთვი.  უმარტივესებში ვხვდებით ბირთვის ორ სახეს: ვეზიკულურს(მრავალი  ნათელი ადგილი არსებობს ბირთვში,რაც გამოწვეულია ქრომატინის არათანაბარი განაწილებით) და კომფაქტურს ( შეიცავს დიდი რაოდენობით  უფრო მკვრივად განლაგებულ ქრომატინს)     Entamoeba Histolytica -ს აქვს ვეზიკულური ბირთვი. ბირთვი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორად მისი საშუალებით ხდება განსხვავება სხვა ამებებისგან ( შეღებილ ბირთვს გააჩნია კარგად შესამჩნევი გარსი , რომელიც შიგნიდან ამოფენილია პერიფერიული ქრომატინის წვრილი გრანულებით  და მცირე ზომის ენდოსომით) , მაგრამ        Entamoeba Histolytica სხვა სახეობებსაც აქვთ მსგავსი აგებულების ბირთვი მაგ: Entamoeba disper-ს.     Entamoeba Histolytica არის მონოპოიდი, ანუ წარმოქმნის ერთ დიდ თითისებრ ფსევდოპოდიას. ჩვეულებრივ ლობოპოდებს (ფსევდოპოდიის ერთ-ერთი ტიპი)  წარმოქმნა ხდება ნელა, მაგრამ Entamoeba Histolytica  წარმოადგეს გამონაკლისს , რადგან  მის  შემთხვევაში მყისიერად ხდება ლობოპოდიის წარმოქმნა და უკან შეწოვა, ამიტომ პრეპარატში ტროპოზოიდის დანახვა გამოწვეული ფსევდოპოდიით იშვიათია.  


     Entamoeba Histolytica -ს ციტოპლაზმა შედგება ორი შრისგან: გარეთა- ექტოპლაზმა და შიგნითა- ენდოპლაზმა. ენდოპლაზმაში ვხვდებით საკვებ ვაკუოლებს. ამ ვაკუელებში შესაძლოა შევხვდეთ მასპინძლის  ერითროციტებს, ლეიკოციტებს, ეპითელურ უჯრედებს , ნაწლავურ ბაქტერიებს. არ გააჩნია მიტოქონდრიები, რაც უკავშირდება მის ანაერობულ მეტაბოლიზმს.     Entamoeba Histolytica წარმოადგენს  ობლიგატურ პარაზიტს, მაგრამ მას ასევე შეუძლია ჟანგბადის გამოყენება მცირე რაოდენობით. ჟანგბადის 10%-ზე მეტი რაოდენობა მომაკვდინებელია. გალაქტოზა და გლუკოზა არის ის ნახშირწყლები, რომლებსაც იყენებს  ორგანიზმი საკვებად.


როგორ ხდება Entamoeba Histolytica-ს   გამრავლება?     
მრავალ პარაზიტს გააჩნია ინცისტირების უნარი(ცისტის წარმოქმნა) მათ შორის Entamoeba Histolytica -საც . ცისტის გარსი შესაძლებელია იყოს ერთშრიანი ან მრავალშრიანი, ცისტას შემდეგი ფუნქციები აქვს:პარაზიტს იცავს არახელსაყრელი გარემო პირობებისგან, აქ ხდება ბირთვის გაყოფა, წარმოადგენს გადატანის საშუალებას ერთი მასპინძლიდან მეორეში.Entamoeba Histolytica-ს შემთხვევაში ორი თანმიმდევრული მიტოზური გაყოფის შედეგად მიიღება 4 ბირთვი, და თუ მომწიფებული ცისტა ხელსაყრელ მასპინძელში გადავა ხდება ექსცისტირება (ცისტის გარსის დაშლა) და გამოთავისუფლებული ტროფოზოიტი ( მოძრავი ფორმა) კიდევ ერთხელ იყოფა და  მიიღება 8 პატარა ტროფოზოიტი. ტროფოზოიტი იკვებე.ბა , იზრდება  და ისევ ბინარულად იყოფა (მიტოზურად). 
        უფრო დაწვრილებით  რომ აღვწეროთ, ენტამება ჰისტოლიტიკას საციცოხლო ციკლი მოიცავს შემდეგ სტადიებს: ექსცისტა-> მეტაცისტა-> ტროფოზოიტი-> პრეცისტა->ცისტა.   


პრეცისტის სტადია
                                  სხვადასხვა ფიზიოლოგიური პირობების დროს ტროფოზოიტმა, ანუ მოძრავმა ფორმამ შეიძლება შეიძინოს პრეცისტის  თავისებურებები, რაც გამოიხატება შემდეგში: ტროფოზოიტი ხდება სფერული, ზომებში მცირდება , საკვები ვაკუოლის გასკდომის გამო . ფსევდოპოდიები , რომლებიც წარმოიქმნება არის უსწორმასწორო და  არ ხდება წინსვლითი მოძრაობა
ცისტის სტადია   
                 ინცისტირება ანუ ცისტის გარსის წარმოქმნა იწყება პრეცისტის მიერ ჰიალინური ნივთიერების წარმოქმნით, რომელიც ცისტის გარსს ქმნის. ამ სტადიაზე ცისტას აქვს ერთი ბირთვი და არის სფერული.  ამ დროს აღინიშნება ქრომატოიდული ნაწილეკებისა( რნმ-ის გროვები) და გლიკოგენის დაგროვება. ბირთვი განიცდის ორ მიტოზურ გაყოფას და  წარმოიქმნება 4 ვეზიკულური ბირთვი. შემდეგ ეს ცისტა ტოვებს უკვე მასპინძლის ორგანიზმს და ფეკალიებთან ერთად გამოდის.
                          უნდა აღინიშნოს, რომ ცისტები ძალიან მდგრადები არიან გარემო პირობების მიმართ ისინი წყალში ერთ თვეს, ხოლო ფეკალიებში 12 დღეზე მეტს სძლებენ,  მათი თერმული სიკვდილის წერტილია 50*c.

ექსცისტის სტადია
          როდესაც ცისტებით დაბინძურებული წყალი ან საკვები მოხვდება ადამიანის ორგანიზმში , ჯერ კუჭში, სადაც გარსი იცავს მჟავას მოქმედებისგან , შემდეგ კი ნაწლავებში იწყება ექსცისტირება ანუ ცისტის გარსის დაშლა . ნაწლავის სუსტი ტუტე ან ნაიტრალური გარემო ამ პროცესს უწყობს ხელს. ექსცისტირებას დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება, ექსცისტირების დროს, ერთი ოთხბირთვიანი ორგანიზმი გადის მიტოზს და დასაბამს აძლევს 8 პატარა მეტაცისტურ ტროფოზოიტს, რომელიც ხვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც იზრდება მრავლდება და იკვებება.
                         
               ანუ  გამრავლება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხდება ორ სტადიაზე : ნაწლავში მცხოვრები ტროფოზოიტის და მეტაცისტურ სტადიაზე ბირთვის გაყოფა, რომელსაც მოსდევს ბინარული დაყოფა. 



ამებიაზი
არსებობს ამებიაზის ორი ფორმა: ლუმინარული ამებიაზი და ინვაზიური ამებიაზი.  ინვაზიური ამებიაზი შეიძლება გამოვლინდეს ორი ფორმით: ამებური დიზენტერია(მწვავე ნაწლავური ამებიაზი) და ქრონიკული ამებიაზი.

ძირითადად კლინიკურ ფორმას, წარმოადგენს ნაწლავური ამებიაზი. მისი კლინიკური ვარიანტებია- ამებური კოლიტი(ამებური დიზენტერია) . მისი ძირითადი სიმპტომებია:მადის დაქვეითება, მუცლის შებერვა, შეკრულობებისა და აშლილობების მონაცვლეობა, გახშირებული , თხელი ფაფის მსგავსი ლორწოვანი განავალი
  როგორც აღვნიშნეთ  ამებური დიზენტერიის დროს  ჩვეულებრივ 1-5 კვირიანი ინკუბაციის შემდეგ ვხვდებით მწვავე დიარეას ( სისხლი და ლორწო თხევად ფეკალურ მასებში), რომელსაც თან სდევს სიცხე(37-39 გრადუსი).
                 ინვაზიის მთავარ წყაროს წარმოადგენენ ასიმპტომური მატარებლები, რომელთა საშუალებითაც ხდება ცისტების გავრცელება, ასეთ ადამიანებში ინფექციას ლუმინარული ჰქვია. ხოლო ინვაზიური ამებიაზის მქონე ინდივიდები დიარეის დროს გამოჰყოფენ ტროფოზოიტებს, ანუ ისინი არ წარმოადგენენ ინფექციის წყაროს, რადგან ტროფოზოიტები ნაწლავების გარეთ ვერ ცოცხლობენ.           
                 დაავადების გამწვავების დროს , ტროფოზოიტი  უმაგრდება ნაწლავის ლორწოვან ზედაპირს, იწყებს მის დაშლასს და აჩენს წყლულებს. ტროფოზოიტები ასევე ხვდებიან ღვიძლშიც, ღვიძლის კარის ვენის(პორტალური) გავლით და იწვევენ ღვიძლის ამებიაზს  და ამებურ ჰეპატიტსაც. იმის ნიშანი , რომ ღვიძლი ჩართულია ამ პროცესში სწორედ არის ის, რომ ხდება მასში აბსცესების განვითარება. შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე მეტად სწორედ ღვიძლი ზიანდება,მეორე ადგილზეა ფილტვები. ღვიძლის ამებიაზე ძალიან სერიოზული გართულებაა, რადგან ამ დროს შეიძლება მოხდეს მუცლის კედლის პერფორაცია(გახვრეტა) და დიაფრაგმის გავლით ფილტვებშიც გავრცელდეს აბსცესი , რაც სიკვდილის ტოლფასია. აღსანიშნავია რომ ნაწლავგარე-მეორეული ამებიაზის დროს შასაძლოა ასევე დაზიანდეს გული, ტვინი, ელენთა , გონადები. ვხვდებით ასევე ცერებრალურ, ტვინის ამებიაზს ,  ძალიან იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ სიკვდილით სრულდება. ასეთ დროს პარაზიტის შეჭრა ხდება უშუალოდ თვალბუდიდან ან კანიდან.
წყლულები ნაწლავზე


Entamoeba Histolytica , როგორც ვთქვით  არის კოსმოპოლიტი, ანუ გლობალურად არის გავრცელებული, მსოფლიოში ადამიანების ინფიცირებს 500 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ აქედან ყველა შასაძლებელია არ იყო გამოწვეული Entamoeba Histolytica-თი , არამედ მისი მონათესავე ამებით entamoeba dispar-ით(ბიძაშვილია რა :დდდ) ამიტომ დიაგნოზის დასმის დროს და ლაბორატორიული მუშაობის დროს მნიშვენელოვანია , რომ სწორად მოხდეს სიტუაციის შეფასება.  დღეს,  ამ ორი პარაზიტის გარჩევისთვის გამოიყენება  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი(PCR) , ან ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი(ELISA). ანუ გასხვავებული დიაგნოსტიკაა საჭირო იმათთვის , ვისაც ნაწლავგარე ამებიაზი აქვს, რადგან ფეკალიებში შეიძლება არ აღმოჩნდნენ პარაზიტები. სეროლოგიური ტესტი  და რენტგენული სკანირება გამოიყენება ღვიძლის აბსცესის (ნაწლავგარე ამებიაზი)აღმოსაჩენდად.   

Entamoeba Histolytica , როგორც ვთქვით  არის კოსმოპოლიტი, ანუ გლობალურად არის გავრცელებული, მსოფლიოში ადამიანების ინფიცირებს 500 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ აქედან ყველა შასაძლებელია არ იყო გამოწვეული Entamoeba Histolytica-თი , არამედ მისი მონათესავე ამებით entamoeba dispar-ით(ბიძაშვილია რა :დდდ) ამიტომ დიაგნოზის დასმის დროს და ლაბორატორიული მუშაობის დროს მნიშვენელოვანია , რომ სწორად მოხდეს სიტუაციის შეფასება.  დღეს,  ამ ორი პარაზიტის გარჩევისთვის გამოიყენება  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი(PCR) , ან ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი(ELISA). ანუ გასხვავებული დიაგნოსტიკაა საჭირო იმათთვის , ვისაც ნაწლავგარე ამებიაზი აქვს, რადგან ფეკალიებში შეიძლება არ აღმოჩნდნენ პარაზიტები. სეროლოგიური ტესტი  და რენტგენული სკანირება გამოიყენება ღვიძლის აბსცესის (ნაწლავგარე ამებიაზი)აღმოსაჩენდად.
                                         იმ ადგილებში, სადაც ხშირად გვხვდება ამებიაზი, აუცილებელია სასმელი წყლის მართებულად მომარაგება, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენის ზომების გაცნობა, სასმელად მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება,საკვები პროდუქტების დაცვა ჰისტოლიტიკური ამების ცისტების მოხვედრისგან. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ცისტები დიდი ხნის განმალობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა წყალსატევში. ცისტების მატარებლების დაშვება არ შეიძლება წყლის მომარაგების სისტემაში, საკვების გამომუშავების საწარმოებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სამუშაოდ.

Comments